თბილისი, 19 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვისა და გულის უკმარისობა გახდა.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.