თბილისი, 18 მარტი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.
სამძიმრის წერილები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს დუბაის მმართველმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ასევე ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, შეიხმა მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შემობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველოს პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყოს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.