საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება

თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს - ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
Sputnik
პროცესიას სასულიერო პირები და ათასობით მორწმუნე მიყვებოდა. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები ილია მეორის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ. ადამიანები ხმამაღლა ამბობდნენ: „პატრიარქო, გვიყვარხარ!"
სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი 22 მარტის ჩათვლით გაიმართება. სხვადასხვა რეგიონებიდან მორწმუნეებს შესაძლებლობა აქვთ გამოემშვიდობონ სულიერ ლიდერს.
ილია მეორე თბილისში 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის 50 წელი წინამძღოლობდა. მის უწმინდესობას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ - რისი სურვილიც თავად პატრიარქს ჰქონდა.
მისი გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას პატრიარქის მოსაყდრე შიომ ამცნო. ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდა.