თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დასახლებული პუნქტების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მაცხოვრებლების რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილების დასაცავად, იუწყება РИА Новости.
ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების წლისთავზე, სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობის წევრებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ტერიტორიების შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს.
„ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები, დღეს იბრძვიან ამ გადამწყვეტი და ისტორიული არჩევანისთვის, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამშობლოსთან ყოფნისთვის, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ხალხმა 2014 წელს გააკეთა, იმ არჩევანისთვის, რომელსაც დღეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მაცხოვრებლები აკეთებენ“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დროს.