საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მორწმუნე გამოვიდა, რათა გამომშვიდობებოდნენ ილია მეორეს - ადამიანს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს სულიერი ერთიანობის სიმბოლო იყო. პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი გაიმართება.
მეუფე იობის განცხადებით, პატრიარქს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო და შეესაბამება თავად კათოლიკოს-პატრიარქის სურვილს.
სამგლოვიარო პროცესიაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ სანთლებით, ხატებითა და ყვავილებით ხელში სამების ტაძრამდე მიაცილეს პატრიარქის ცხედარი. მათთვის ილია მეორე არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი, არამედ ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებში მორალური ორიენტირი იყო.