ტრაგედია გურჯაანში: 2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა გოგონამ ელემენტი სათამაშოდან ამოიღო და გადაყლაპა.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა გოგონამ ელემენტი სათამაშოდან ამოიღო და გადაყლაპა.
ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.