ისანში გაზი 5 000-ზე მეტ აბონენტს შეუწყდება

ბუნებრივი აირის აღდგენა 18 მარტის 16:00 საათიდან დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისანში გაზის მიწოდება დროებით 5.500 აბონენტს შეუწყდება, იუწყება "თბილისი ენერჯი".
კომპანიის ცნობით, ბუნებრივი აირის გარეშე აბონენტები 18 მარტის 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე იქნებიან.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 18 მარტს, 16:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე.
"თბილისი ენერჯი" მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს იყონ ყურადღებით, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. ხოლო თუ გაზის სუნს იგრძნობენ, დაუკავშირდნენ 114-ს.
ქუჩების ჩამონათვალი წარმოდგენილია ბმულზე.