საქართველო ილია მეორისთვის ლოცულობს: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
Sputnik
ექიმების განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. ექიმებმა საგანგებო კონსილიუმი ჩაატარეს, პაციენტი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
დეკანოზ ალექსანდრეს თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება უცხოელი ექიმების მოწვევა ან პატრიარქის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები მივიდნენ. საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მთავრობის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.
კლინიკაში იმყოფება პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლისაა. ილია მეორე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან უდგას სათავეში.