ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 50 წლამდე ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
შემთხვევა სენაკში გუშინ მოხდა. არასრულწლოვანის ნათესავის მტკიცებით, მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად შეავიწროვა.
არასრულწლოვანის ნათესავი ასევე ირწმუნება, რომ კაცს ანალოგიურ დანაშაულში სხვა მოზარდებიც ამხელენ.
ტელეკომპანიის რესპოდენტის ცნობით, მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.