ყაზბეგში სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

მერიის ცნობით, ამ დროისთვის სპეციალისტები შექმნილ ვითარებას აფასებენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდა.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია, იუწყება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.
"ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას.