მსოფლიო დღეს

პესკოვი: ტრამპის განცხადებები უკრაინის საკითხისადმი ინტერესის დაკარგვაზე არ მიუთითებს

Sputnik
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. კრემლში გაეცნენ მედიაში გავრცელებულ ცნობებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისადმი ინტერესის სავარაუდო დაკარგვის შესახებ, თუმცა თავად პრეზიდენტის განცხადებები საპირისპიროზე მეტყველებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს გამოცემა Financial Times-ის (FT) პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში სამშვიდობო პროცესი თითქოს ტრამპის გულგრილობის გამო შეფერხდა.
„ჩვენ ნამდვილად ვნახეთ მსგავსი ცნობები, მათ შორის ისიც, რომელსაც თქვენ ახსენებთ. თუმცა, მეორე მხრივ, ბოლო დღეებში პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან უკრაინის თემის აქტიური ხსენება საპირისპიროზე მიუთითებს. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტ ტრამპს ინტერესი არ დაუკარგავს“, — აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია კიევის რეჟიმის ხელმძღვანელის უარით უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. ამერიკელი ლიდერის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „გარიგების დადება გაცილებით რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.