მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუმინეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეზღუდა

რუმინეთის ხელისუფლებამ შემზღუდავი ზომები შიდა ბაზარზე საწვავის ფასების შესაკავებლად შემოიღო
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რუმინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეზღუდოს საწვავის ექსპორტი, რათა შიდა ბაზრის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, განაცხადა ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ილიე ბოლოჟანმა.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ბენზინის ფასები გაიზარდა. შედეგად, ორმუზის სრუტეში, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გლობალურ ბაზარზე ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი მარშრუტია, გადაზიდვები პრაქტიკულად შეჩერებულია.
„რუმინეთმა მიიღო ზომები ექსპორტის შესამცირებლად, რათა ის რაც გვაქვს რუმინეთში, შიდა ბაზრისთვის პრიორიტეტად დარჩეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Digi 24-ზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შიდა ბაზრის უზრუნველყოფის შემდეგ, ექსპორტი წარმოქმნილი ზედმეტობისგან აღდგება.
ბოლოჟანმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მთავრობა სიტუაციის შესაფასებლად და ფასების ზრდის შესაჩერებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს საწვავის უმსხვილეს კომპანიებთან, რომლებიც საწვავის ბაზრის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ.
რუმინეთიდან საქართველოში
2025 წელს რუმინეთიდან საქართველოში 305,6 ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა. რუმინეთი საქართველოში საწვავის სიდიდით მეორე ექსპორტიორია, ბაზრის 17%-იანი წილით.
საქართველოში კომპანია Rompetrol-ის 80-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური ოპერირებს.