დოპინგ-სკანდალი ქართულ რაგბში - ექვსმა მოთამაშემ წესები დაარღვია

WADA-მ საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ანტიდოპინგური პროგრამისადმი (GADA) ნდობა დაკარგა და ახლა შესაბამისმა ორგანოებმა საყოველთაო ცვლილებები უნდა განახორციელონ, განაცხადა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტმა
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 6 წევრი ანტიდოპინგური წესების დარღვევაში ცნეს დამნაშავედ, რაც გამოვლინდა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის World Rugby ერთობლივი გამოძიების შედეგად, ნათქვამია WADA-ს განცხადებაში.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადების თანახმად, ერთობლივი გამოძიების შედეგად
გამოძიებამ დადგინა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი წევრი და დამხმარე პერსონალის ერთი წევრი ანტიდოპინგურ წესებს არღვევდნენ, ხოლო მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის დარღვევის გამო მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსადმი (GADA) ნდობა დაკარგა.
2023 წელს „ოპერაცია ობსიდიანის” ფარგლებში დაწყებულმა გამოძიებამ შეისწავლა ცნობები, რომ მოთამაშეები ნიმუშების ჩანაცვლებას ახორციელებდნენ, რაც აკრძალული მეთოდია, რომელიც კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითაა აკრძალული.
ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა ხუთ შემთხვევა, როდესაც მოხდა ნიმუშების ჩანაცვლება. ასევე დადგინდა, რომ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ აცნობებდნენ.
„ასევე დადგინდა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ დოპინგ-კონტროლისთვის შეტყობინებულ სპორტსმენებს და არ აკვირდებოდნენ შარდვის პროცესს, რაც წესებთან აშკარა შეუსაბამობას წარმოადგენს,” - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ გააკეთა.
„რაც ქართულ რაგბიში ხდება აღმაშფოთებელია და შოკისმომგვრელი ეფექტი ექნება ქართულ სპორტსა და მთავრობაზე, ისევე როგორც გლობალურ რაგბზე… ეს ისტორიის დასასრული არ არის, ვინაიდან გამოძიებები გრძელდება ქართული სპორტის სიღრმეებში“, - განაცხადა ბანკამ.
მისი თქმით, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ „ოპერაცია ობსიდიანის” დასკვნების შესახებ საქართველოს მთავრობას აცნობა, რათა ყურადღება მიაქციონ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პრობლემებს.
მაშინ, როდესაც შემდგომი ნაბიჯები განიხილება, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიპოინგური პროგრამისადმი ნდობა დაკარგა და ახლა შესაბამისმა ორგანოებმა საყოველთაო ცვლილებები უნდა განახორციელონ, განაცხადა ბანკამ.