რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული დაფნა

თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 3,2 მილიონი დოლარის ღირებულების 803 ტონა დაფნის ფოთოლი გაიტანა.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქართული დაფნის ფოთლის ძირითადი იმპორტიორები ჩინეთი და რუსეთი არიან, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2026 წლის თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 3,2 მილიონი დოლარის ღირებულების 803 ტონა დაფნის ფოთოლი გაიტანა.
სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით, ხოლო ღირებულება 51%-ით გაიზარდა.
გასული თვეში დაფნის ექსპორტის 68% ჩინეთზე, ხოლო 22% რუსზე მოდიოდა.