ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ახლობლები ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის ქალი გარდაიცვალა - ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარის გამო ხმაური იყო ექსპერტიზის ბიუროსთან. ახლობლები ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.