თბილისი, 13 მარტი — Sputnik. 2026 წლის დასაწყისიდან ქართულმა პარტიებმა ჯამში 439.300 ლარის შემოწირულობები მიიღეს, რომლის 66% - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ იყო, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალებში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრიდან 12 მარტამდე შემოწირულობები სულ 10-მა პარტიამ მიიღო.
შემოწირულობების მოცულობით სამი ყველაზე მსხვილი პარტია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 290.000 ლარი;
„ძლიერი საქართველო – „ლელო“ – 77.000 ლარი;
„ხალხის ძალა“ – 66.000 ლარი.
გარდა ამისა, შემოწირულობები მიიღეს შემდეგმა პარტიებმა: „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ (5.288 ლარი), „ხალხისთვის“ (2.100 ლარი), „საქართველოსთვის“ (2.048 ლარი) და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (1.105 ლარი).
ათას ლარზე ნაკლები შემოწირულობა წლის დასაწყისიდან შემდეგმა პარტიებმა მიიღეს: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (710 ლარი), „ლეიბორისტული პარტია“ (700 ლარი) და „თავისუფალი საქართველო“ (360 ლარი).
შემოწირულობები საქართველოში პოლიტიკური პარტიების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თუმცა, პოლიტიკურ პარტიას შემოწირულობების მიღება მხოლოდ ფიზიკური პირებისგან - საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს იურიდიული პირებისგან შეუძლია.
თუ პარტია მოიპოვებს ადგილს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ან პარლამენტში და მუშაობს მასში, ის დამატებით დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით.