სასამართლომ ლაგოდეხში 57 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

2025 წლის 22 ივნისს ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, ჩხუბის გასაშველებლად მისულ დაზარალებული კი დანით დაჭრა.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ლაგოდეხში ჩხუბის გასაშველებლად მისული 57 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ივნისს, ლაგოდეხში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, გასაშველებლად მისულ დაზარალებულს კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო", - აღნიშულია ინფორმაციაში.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ)