ბათუმის სასამართლომ შეუტყობინებლობაში ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საუბარია 2025 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მკვლელობაში ბრალდებულ გოგი ბარამიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში 35 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ქართული მედია.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
საუბარია 2025 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მკვლელობაში ბრალდებულ გოგი ბარამიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.
მკვლელობა 2025 წლის 4 ივნისს ღამის საათებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის, თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა.