თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით 3კილომეტრში სოფელ შილდასთან 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგს ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:49 საათზე მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.