თბილისი, 11 მარტი — Sputnik. დიდი დიღმის მოსახლება, დიდუბის და გლდანის მაცხოვრებლების ნაწილს 12 მარტს წყალმომარაგება 24 საათზე მეტი დროით შეეზღუდება, იუწყება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
კომპანია საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის 12 მარტს, ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს,
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ჯგუფები, როგორც მაგისტრალურ ასევე გამანაწილებელ ქსელებზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 12 მარტის დღის 12:00 საათიდან 13 მარტის 14:00 საათამდე წყალომოარაგება შეეზღუდება დიდი დიღმის მოსახლეობას.
ქოშიგორასა და სასოფლოს დასახლებებს, სოფელ ზურგოვანს, დიღმის სასწავლო მეურნეობას, მუხათგვერდის გზას.
დიდუბის რაიონში - აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივი I კვარტლის N10, N11, N12 კორპუსებს.
გლდანის რაიონში - ზაჰესში გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში.