საქართველო ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება

ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში ყოველწლიურად, 25.000-ზე მეტი გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლი 2026 წლის ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 10-12 მარტს გაიმართება. იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ეროვნული სტენდი წარმოდგენილი იქნება 10-მდე ავტორით, მთარგმნელითა და გამომცემელთა ჯგუფით.
"ქართული დელეგაციის წევრები ჩვენი ქვეყნის ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებთან და გამომცემლებთან; ავტორები წარადგენენ ახალ მოთხრობათა კრებულებს; გაიმართება დისკუსია", - აღნიშულია ინფორმაციაში.
ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 1971 წლიდან იმართება. მასში, ყოველწლიურად, 25 000-ზე მეტი გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს