თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ილია თოფურია თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
ორთაბრძოლა ვაშინგტონში 15 ივნისს გაიმართება.
თეთრ სახლში ბრძოლების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის - UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება.
29 წლის ილია თოფურია UFC-ის ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. 2025 წლის ივნისში თოფურია მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია.
რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
თოფურია მსუბუქი დიზივიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.