თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში წლიური ინფლაცია (2026 წლის თებერვალი 2025 წლის თებერვალთან) 4,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მასალებში.
წინა თვის განმავლობაში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან) 4,8% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (9,5%), სასტუმროები და რესტორნები (7,2%), ჯანდაცვა (5,9%), ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმი (4,2%), განათლების სფერო (2,1%), კომუნალური მომსახურება (0,2%).
ფასები შემცირდა კომუნიკაციებზე (4,6%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სახლის მოვლა-პატრონობაზე (2,7%), დასვენებასა და გართობაზე (2,1%) და ტრანსპორტზე (0,9%).
2026 წლის თებერვალში, 2026 წლის იანვართან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.