თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში არასრულწოვან გოგონებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შიანგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება „ტვ პირველი“
ინცინდენტი მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა თანატოლს ბლაგვი საგნით დაზიანებები თავის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული გოგონა ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.