როდემდე შენარჩუნდება შედარებით ცივი ამინდი საქართველოში? სინოპტიკოსების პროგნოზი

სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებ
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სინოპრიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი 7 მარტამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
5-6 მარტს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 7 მარტს კი მცირე წვიმა და ქარია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს-10-12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-7 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით მინუს 1, პლუს 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9, -11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-6 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით მინუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.