თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის" 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ავსტრალიელ კრისტოფერ ო’კონელთან ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა. მანამდე ქართველმა კოლუმბიელ ნიკოლას მეხიას სძლია.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო.