პენტაგონის საჰაერო ოპერაციების უშედეგობა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარაკეტო დარტყმების ეფექტიანობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ უბიძგებს. ამასთან ერთად, შესაძლოა, ჩაერთონ ქურთული შეიარაღებული ფორმირებები, რომლებმაც ადრე აშშ-ში ყველაზე საიმედო „ამბოხებულების“ რეპუტაცია მოიპოვეს.
პენტაგონის ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ უკვე პირველივე დღე-ღამეში, დაახლოებით, 779 მილიონი დოლარის რესურსი დაჯდა. ისრაელის არმიის ოპერაციასთან „ლომის ღრიალი“ ინტეგრაციის გათვალისწინებით, ანტიირანული აგრესია ამერიკელებსა და ისრაელებს ძალიან ძვირი უჯდებათ — ხუთ დღეში (28 თებერვლიდან), დაახლოებით, 10 მილიარდ დოლარამდე.
სამხედრო არსენალები სწრაფად იცლება, სტრატეგიული მიზნები მიღწეული არ არის, ხოლო საჰაერო ოპერაციები ირანის უზარმაზარ ტერიტორიაზე (1,6 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი), ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. სპარსეთის ყურის ქვეყნებშიამერიკული სამხედრო ბაზები და საელჩოები იწვის. ჰორმუზის სრუტეში ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების ნაკადი დაბლოკილია. ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მრავალი მოკავშირე ქვეყანა იმედგაცრუებას ღიად გამოხატავს.
საომარი მოქმედებების თეატრში შექმნილი ოპერატიული ვითარება და საგარეო პოლიტიკური დანაკარგები ვაშინგტონს უკიდურესი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას, რომელშიც რეგიონული პროქსი-ფორმირებებიც ჩაერთვებიან. ამერიკული ჯარები „მეორე ეშელონში“ შეიძლება განთავსდნენ და გააკონტროლონ სტრატეგიული ობიექტები — პორტები, ბირთვული რეაქტორები და ნავთობის მოპოვების საწარმოები.
ვაშინგტონს შეუძლია სამხედრო ინტერვენცია წარმოაჩინოს, როგორც „ანტისახალხო რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულთა დახმარება“.
ისრაელის დაზვერვის, მოსადის, სპეციალურმა დანაყოფმა 3 მარტს უკვე ჩაატარა „შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე“.
აშშ-ის ავიადარტყმები დასავლეთ ირანში სასაზღვრო პოსტებზე შემთხვევითი არ ყოფილა. გაზეთმა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ერაყელი ქურთების წარმომადგენლებთან უკვე განიხილა მათი შესაძლო მონაწილეობა ირანში სახმელეთო შეჭრაში, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს არმია დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს. შესაძლოა, ასევე გამოყნდეს ბელუჯური შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სეისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციებში მოქმედებენ. ერაყის ქურთისტანის გავლით (სადაც აშშ-ს სამხედრო ბაზა კვლავ ფუნქციონირებს) „ამბოხებულები“ მიიღებენ იარაღს, ფინანსურ მხარდაჭერას და სახელმწიფოებრიობის დაპირებას.
მნიშვნელოვანია, ობიექტურად შეფასდეს ამერიკული „მობილიზაციის“ საფრთხე.
ირანის ჩრდილო-დასავლეთში 10 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, Central Intelligence Agency-ს თანამშრომლები იარაღს ქურთებს უკვე აწვდიან, რათა ირანში „სახალხო აჯანყებას“ გაუწიონ ორგანიზება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ქურთული შეიარაღებული რაზმები ირანის უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ, შეაკავონ ისინი, ხოლო უიარაღო ირანელებმა შეძლონ დიდი ქალაქების ქუჩებში თავისუფლად გამოსვლა. აშშ-ს ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები გამართა ირანის ოპოზიციურ ჯგუფებთანაც.
თუმცა, რეალობა გაცილებით რთულია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყანა და კუნძული კვიპროსი. ამის მიზეზად ირანის ჰიპერბგერითი რაკეტები „ფათთაჰ-2“ სახელდება, რომელთა სიჩქარე 15 მაჰამდე აღწევს და მათი შეფერხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შემთხვევითი არ ყოფილა ამერიკული სარაკეტო თავდაცვის ორი სისტემის — THAAD — განადგურებაც. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დარტყმა მიაყენა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელ ხომალდს, რომელიც ინდოეთის ოკეანეში, ირანის სანაპიროდან დაახლოებით 650 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
პენტაგონში თავიდანვე არ იძლეოდნენ ოპერაციის წარმატების გარანტიას. ისრაელის დაზვერვამ გამოითვალა, რომ ინტენსიური სარაკეტო გაცვლა ანტიირანული კოალიციის საზენიტო რაკეტების მარაგს, დაახლოებით, ერთ კვირაში ამოწურავდა. ვაშინგტონის მოკავშირე არაბული ქვეყნები აფრთხილებდნენ, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო ირანში ამერიკული ჯარების შეყვანა და ოპერაცია ხანგრძლივი იქნებოდა. არავინ ვარაუდობდა, რომ თეირანიდან 1800 კილომეტრის რადიუსში ისრაელისა და აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები ასეთი მაღალი ეფექტიანობით განხორციელდებოდა.
ეს აშკარა კატასტროფაა, რომელსაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე უარყოფს. ირანი მეთოდურად ანადგურებს მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურას და არ აძლევს აშშ-ს საშუალებას, ომიდან „სახის დაკარგვის“ გარეშე გამოვიდეს.
ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ირონიულად ამტკიცებს, თითქოს, რუსეთი და ჩინეთი სხვადასხვა მიზეზით ირანს არ ეხმარებიან. ასეთი შეფასებები ობიექტური არ არის. ირანის საჰაერო სივრცეს მხოლოდ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის საშუალებები არ იცავს. თეირანის ცაში პატრულირებენ რუსული წარმოების გამანადგურებლები MiG-29 და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები Yak-130.
რუსი სამხედრო ექსპერტის, ავიაციის გენერალ-მაიორ ვლადიმირ პოპოვის შეფასებით, ამ ომში „ირანს ყველაფერი ექნება, რაც სჭირდება“. ჩინეთმა კი, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და „ირანულ პოლიგონზე“ გამოცადოს თავისი უახლესი რაკეტები, ბომბები და მოწინააღმდეგის აღმოჩენის სისტემები.
3 მარტს გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები და აღნიშნა, რომ ირანი ანადგურებს აშშ-ს სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთში —ბაჰრეინში, კატარში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ცნობილი ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსის, დუგლას მაკგრეგორის თქმით, „აშშ-ს ყველა ბაზა ახლო აღმოსავლეთში განადგურებულია რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით“. ჩინეთი და რუსეთი თეირანს სატელიტური სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიან, რის გამოც ირანი თავს სულ უფრო თავდაჯერებულად გრძნობს.
ეს შეესაბამება სახელმწიფოს შესაძლებლობებს, რომელიც მსოფლიო სამხედრო ძლიერების რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ესპანეთი, ეგვიფტე, პოლონეთი და საუდის არაბეთი. მოქმედი სამხედროების რაოდენობით კი მსოფლიოში მერვე ადგილზეა — დაახლოებით 610 ათასი სამხედრო მოსამსახურით და მრავალმილიონიანი მობილიზაციური რეზერვით.
ირანი არ არის ის სახელმწიფო, რომლისთვინაც ულტიმატუმების წაყენება შეიძლება, მაგალითად, იმის განცხადება, რომ ირანის ყოველი ახალი ლიდერი „უპირობო ლიკვიდაციის მიზანი“ გახდება. გამოცემა The American Conservative აშშ-ს ოპერაციას საკმაოდ ობიექტურად უწოდებს „ეპიკურ ფიასკოს“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე