დიდ დიღომში ხანძარია

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გავრცელების არეალი და მისი გამომწვევი მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დიდ დიღომში, მუხათგვერდის გზაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სასაწყობე ფართს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გავრცელების არეალი და მისი გამომწვევი მიზეზი.