დეპუტატი: საქართველომ უნდა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და განავითაროს ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის კურსი „მშვიდობიანი და გონივრული“ პოლიტიკაა, ეკონომიკა და კორუფციის, ნარკოტიკებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, აცხადებენ მმართველ გუნდში.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სუვერენიტეტის დაცვა და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ყველა დიპლომატიური ნაბიჯი კი თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პოზიციიდან, ასევე მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით გადაიდგმება.
„ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბერიძემ.
პარლამენტის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ერთდროულად უნდა მოახდინოს საკუთარი სტრატეგიული ხედვის რეალიზება და ამავე დროს შექმნას განვითარებისთვის სტაბილური და მიმზიდველი გარემო.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის პარალელურად შეინიშნება საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა.
„რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა, საქართველო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი. ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა - გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოგვიტანა“, - განაცხადა ბერიძემ.
მან ასევე აღნიშნა ზოგიერთი გარე აქტორის ორმაგი სტანდარტები.
„ის ხალხი და სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებდნენ რომ „რუსეთთან საუბარი ღალატია“ ახლა თავად ურთიერთობენ კრემლთან“, - განაცხადა დეპუტატმა.
ბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა,. რომ მთავრობა აგრძელებს სამშვიდობო, გონივრულ პოლიტიკას, აძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ზრდის ეკონომიკას, ებრძვის კორუფციას, ნარკოდანაშაულს, უკანონო მიგრაციას, ზრუნავს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
დეპუტატის თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია საზოგადოების გულწრფელად ინფორმირება საქართველოს წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ. მან ხაზი გაუსვა „აბრეშუმის გზის“ მზარდ მნიშვნელობას ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ცენტრი.
„სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერება ნიშნავს პორტების განვითარებას, რკინიგზის მოდერნიზაციას, დასაქმების ზრდას და რეგიონული პოლიტიკური წონის გაზრდას. ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს“, - განაცხად ბერიძემ.
ამათან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა გარე ძალების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ და მარიონეტული მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობები, რომელიც არა ეროვნული, არამედ საგარეო ინტერესებით მოქმედებს, როგორც ეს წინა მთავრობის დროს იყო.