ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ზაჰესი-რუსთავის მიმათულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება სწორედ აღნიშნულ სამუშაოებს უკავშირდება.
რაც შეეხება, სხვა სახის ავტოტრანსპორტს, ისინი ნაწილობრივი შეზღუდვით იმოძრავებენ.