დღესასწაულის ისტორია უკავშირდება ქვეყნის პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომლის ინიციატივითაც 1991 წელს პარლამენტმა ახალი სადღესასწაულო თარიღი დაადგინა. ახალმა დღესასწაულმა, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.
თუმცა ათი წლის შემდეგ, საქართველოში 8 მარტმა ისევ დაიბრუნა დღესასწაულის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2002 წელს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იქნა მიღებული. ახლა საქართველოში ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი.