ჩოგბურთი: ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან ველსის" მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

34 წლის ქართველის მეტოქე შემდეგ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 127-ე ნომერი, ავსტრალიელი კრისტოფერ ო’კონელი იქნება. შეხვედრა 4 მარტს ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის" 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი მატჩის მოგება სჭირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში კოლუმბიელი ნიკოლას მეხია სამ სეტში, 0:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილმა მატჩის მანძილზე 10 სეივი შეასრულა და მეტოქის ჩაწოდების მოგერიება სამჯერ მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე იყო პირდაპირ მოგებული 28 ქულა.
34 წლის ქართველის მეტოქე შემდეგ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 127-ე ნომერი, ავსტრალიელი კრისტოფერ ო’კონელი იქნება. შეხვედრა 4 მარტს ჩატარდება.