თბილისი, 2 მარტი — Sputnik. 2026 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში კატებისა და ძაღლების საკვების იმპორტი წლიურ ჭრილში თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარში პროდუქციის მიწოდებამ 387,4 ათას დოლარს მიაღწია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 56,7 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მოცულობა მაქსიმალურ ნიშნულზეა გასული წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში 485,5 ათასი დოლარის ღირებულების საკვები შემოვიდა.
უწყების ცნობით, გასულ თვეში საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 2,3 მლნ დოლარის ღირებულების კატისა და ძაღლის საკვები შემოიტანა. შედეგად, რუსეთის წილი იმპორტში მკვეთრად გაიზარდა და 17% შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3,8%-ს შეადგენდა.
საქართველოში პროდუქციის უმსხვილეს მომწოდებლად კვლავ თურქეთი რჩება, რომელზეც იმპორტის 22,6% მოდის. ლიდერთა შორის მესამე ადგილს იტალია იკავებს 12,6%-იანი წილით.