თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მასშტაბური გლობალური ცვლილებების პირობებში უსაფრხოების უზრუნველყოფა და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს ძირითად პრიორიტეტატდ რჩება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“
საგარეო საქმეთა მინისტრის რწმუნებით,საქართველოს არ აქვს იმის ამბიცია გლობალურ პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თუმცა,მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სწორად მოარგო შენი ქვეყნის ინტერესი იმ ცვლილებებს რაც ხდება და ისე იმოქმედო, რომ გაიყვანო შენი ქვეყანა სამშვიდობოს,
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ამბიცია, გლობალურ პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესების მიმდინარე ცვლილებებთან გონივრული თანხვედრა და ისე მოქმედება, რაც ქვეყანას უსაფრთხო სივრცეში გამოიყვანს.
„პირველ რიგში, უმთავრესი უსაფრთხოების საკითხია. ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი: არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა. მშვიდობა ბევრი რამის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო როდესაც ის არ არის, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდება“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ომის არარსებობა და სტაბილურობა მომავალი თაობებისთვის განვითარების საფუძველია, რადგანაც მშვიდობის გარეშე ყველა სხვა მიღწევა აზრს კარგავს.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, გლობალური განვითარების ამჟამინდელ ეტაპს თან ახლავს მასშტაბური ცვლილებები, რაც საქართველოსთვის სერიოზულ და ბევრ შემთხვევაში ეგზისტენციალურ გამოწვევას წარმოშობს.
მისი თქმით, ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, რის გამოც უწევს ერთდროულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა მიმართულებიდან მომავალ საფრთხეებზე და ამ პირობებში განსაზღვროს თავისი ადგილი საერთაშორისო არენაზე.