მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკალკოვა: ტყვეთა შორის უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლები ვიპოვეთ

Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტისა და უკრაინის ომბუდსმენის დახმარებით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (СВО) დაკარგული რამდენიმე ასეული მებრძოლი ცოცხლები ვიპოვეთ ტყვეობაში, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, ტატიანა მოსკალკოვამ, „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
„წელს სპეციალურად გავემგზავრე ჟენევაში, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცენტრალური ბიუროს მიწვევით, რათა გავცნობოდი მათ მუშაობას და უფრო მჭიდრო კონტაქტი დამემყარებინა. დღეს ეს ისეთივე აქტუალური თემაა, როგორც ყველა დროში და ყველა ომში,“ — თქვა მან.
მოსკალკოვამ აღნიშნა, რომ ამ ვიზიტისას სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა მის მიმართვებზე.
„ვმუშაობთ უკრაინულ მხარესთანაც, უკრაინის ომბუდსმენთან, და ვეხმარებით ერთმანეთს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაში. ასეთი რამდენიმე ასეული პირი იქნა დადგენილი. ისინი ცოცხლები აღმოჩნდნენ, ტყვეობაში,“ — დასძინა რწმუნებულმა.
ფედერალურმა ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნისა და ახლობლებთან დაბრუნების პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია.“