მიმოხილვა: რუსეთის შეტევის ძირითადი მიმართულებები

Sputnik
რუსეთის ჯარები სტრატეგიულ ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ და აქტიურად მიიწევენ წინ ორეხოვისა და ზაპოროჟიეს, სლავიანსკისა და კრამატორსკის, პავლოგრადისა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებებით, აგრეთვე ხარკოვის ოლქის ცალკეულ რაიონებში. მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორია ამ რეგიონების საერთო ფართობის 83 პროცენტს აღემატება.
ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე დაჯგუფება „ვოსტოკის“ ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მარცხი აგემეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამ მექანიზებულ და ორ სადესანტო-საიერიშო ბრიგადას, ხუთ საიერიშო პოლკსა და საზღვაო ქვეითთა ბრიგადას. რუსეთის ჯარები მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში დაწინაურდნენ ზელენაია დიბროვას, დოლინკის, კომსომოლსკოეს, ლიუბიცკოეს, ჩარივნესა და ბარვინოვკის (ზაპოროჟიეს ოლქი), ასევე ალექსანდროვკის, ორესტოპოლისა და პოკროვსკოეს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) დასახლებული პუნქტების რაიონებში.
ქალაქის ტიპის დასახლება ზალიზნიჩნოეს სამხრეთით გათავისუფლებულია 16 კვადრატული კილომეტრი. ჩრდილოეთით 24 თებერვალს გათავისუფლდა სოფელი როჟდესტვენსკოე. გულიაიპოლეს მახლობლად მოწინააღმდეგის ყველა კონტრშეტევა უშედეგო გამოდგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვები განადგურებულია. მე-5 გვარდიული არმიის „აღმოსავლეთის ექსპრესი“ თავდაჯერებულად უახლოვდება გამაგრებულ ქალაქ ორეხოვს.
დნეპროპეტროვსკის ოლქში შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, რუსეთის ჯარები უფრო აქტიურად მიიწევენ პავლოგრადისკენ, მანამდე გათავისუფლებული ივანოვკისა და ფილიას დასახლებული პუნქტებიდან. გაზაფხულზე დნეპროპეტროვსკის მიმართულება, შესაძლოა, შეტევის ერთ-ერთ მთავარ მონაკვეთად იქცეს.
დაიწყო ბრძოლები რაი-ალექსანდროვსკის გამაგრებული რაიონისთვის, სლავიანსკიდან აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა კონტროლს კარგავს კრასნი ლიმანის მახლობლად დარჩენილ ნაწილებზე. სამხრეთით რუსეთის მოიერიშე დანაყოფებმა უფრო მჭიდროდ მოიცვეს მოწინააღმდეგის გარნიზონი კონსტანტინოვკაში და გასული დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 10 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. კიევი შეშფოთებულია რუსეთის ჯარების სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციასთან სამ მიმართულებიდან მიახლოებით.
ხარკოვის ოლქში დაჯგუფება „სევერის“ ძალები მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ დაწინაურდნენ და სოფელი გრაფსკოე გაათავისუფლეს. რუსეთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV-დრონები ხარკოვამდე აღწევს. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა დაიწყეს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის რეალობასთან შეუსაბამო ოპტიმისტური ანგარიშების უარყოფა.
26 თებერვლის, ღამით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს მაღალი სიზუსტის, შორი მოქმედების სახმელეთო და საჰაერო ბაზირების იარაღით, ასევე მოიერიშე დრონებით უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში გამოიყენება. ყველა მონიშნული სამიზნე დაზიანებულია. ეს ღამე წლის დასაწყისიდან ყველაზე „ცეცხლოვანი“ აღმოჩნდა.
დასრულებულია ოდესის ოლქის ენერგოსისტემის განადგურება. აქ არც ერთი ქვესადგური აღარ დარჩა. მკაცრი შერჩევითობა გასაგებია: ოდესის პორტები ნატოს ლოჯისტიკის საფუძველს წარმოადგენს. რუსეთის ექსპერტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსკოვმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს უკრაინას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები ხერსონი და ოდესა.
ჰიპერბგერითი „ცირკონები“, „ისკანდერები“, ფრთოსანი რაკეტები და მოიერიშე დრონები დაეცა კიევის დნეპროვსკის, გოლოსეევსკისა და პეჩერსკის რაიონებში არსებულ ობიექტებზე (ბანკოვას ქუჩაზე დაზიანდა ზელენსკის ოფისი). დაზიანდა ქვესადგური „კიევსკაია-750“, ასევე სამიზნეები ჩერნიგოვში, პოლტავაში, ხარკოვში, კრივოი როგში, ვინიცაში და ნიკოლაევში. უკრაინის სარდლობამ ღამის „ზალპში“ 459 სხვადასხვა ტიპის რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი დაითვალა. ცხადია, მსგავსი „არგუმენტები“ კიევის მარიონეტებამდე და მათ დასავლელ პატრონებამდე უფრო სწრაფად აღწევს, ვიდრე რუსეთის წინადადებები და პირობები სამშვიდობო სამმხრივ მოლაპარაკებებზე.
რუსეთთან ოთხწლიანი პროქსი-ომიდან კოლექტიურმა დასავლეთმა სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა. ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეი მარტიანოვმა აღნიშნა:
„კონფლიქტის შეწყვეტა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დასავლეთის პოლიტიკურ მომავალს“.
იქ ვერ ახერხებენ მარცხის ადეკვატურად მიღებას და ახალ მსოფლიო წესრიგში ინტეგრირებას.
24 თებერვალს, ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება „ყველა მომდევნო გამოცდის განმავლობაში“. ლონდონისა და პარიზის გეგმა, ფარულად გადასცენ კიევს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, დასავლეთის მმართველი ელიტის თვითდაზიანებისკენმიდრეკილების მტკიცებულებად ფასდება. რუსეთი არასოდეს დაუშვებს, მის საზღვრებთან არსებობდეს ბირთვული იარაღით აღჭურვილი მტრული, პროდასავლური რეჟიმი. კრემლში უკვე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების ფორმატი აზრს კარგავს.
ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Affairs-მა წერს:
„რუსეთს ყველა სფეროში დამთრგუნველი უპირატესობა აქვს, მას შეუძლია დიდხანს და ძლიერად იერიშის მიტანა. კიევს არ გააჩნია არც ძალა, არც ნება და არც ფინანსები. მისი ამბიციები დიდი ხანია, რეალობას მოსწყდა“.
ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) სურათი შეავსო: „უკრაინის ტრაგედია ისაა, რომ რუსები იგებენ ბრძოლას როგორც „მაღალ“, ისე „დაბალ“ ცაში“. რუსეთს „ათმაგი უპირატესობა აქვს წარმოებული და ბრძოლის ველზე განთავსებული უპილოტო აპარატების რაოდენობით“. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან „ეკონომიკური ძალა სამხედრო ძლიერების საფუძველია, ხოლო უკრაინის მშპ რუსეთის მაჩვენებლის 10 პროცენტზე ნაკლებია“.
კონსოლიდირებულმა ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმაც რუსულ „მონსტრთან“საკუთარი ბრძოლა წააგო. შექმნილ რეალობაში კიევის ლიდერის, ზელენსკის, და მისი დასავლელი მხარდამჭერების „ბირთვული არგუმენტები“ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მკაცრი მეთოდებით მიღწევას მხოლოდ აჩქარებს. მიუხედავად ტერიტორიული დაპირისპირებებისა, რუსეთის მთავარი პოლიტიკური მიზანი, არ დაუშვას უკრაინის ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, მიღწეული იქნეს თვით ალიანსის დაშლითაც, თუ ბრიუსელი არ გადაიფიქრებს კიევის „დახმარებას“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე