ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება გამოცემა ajaratimes-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც „სასწრაფო დახმარებამ" კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.