თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების (BELUGA, GREY GOOSE, NEFT, ABSOLUT, СНЕЖНЫЙ БАРС, SVEDSKAY) ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება 140 ათას ლარს აღემატება.
უწყების ცნობით, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს