თუმცა, წარმოიშვა პრობლემები - ადგილობრივები უკმაყოფილებით აცხადებენ, რომ ხშირად გიდებად უცხოელები მუშაობენ, რის გამოც ქვეყნის მოქალაქეებისთვის დასაქმების პრობლემა გაჩნდა. აქედან გამომდინარე, ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ სფეროში დასაქმების წესები გაამკაცრა.
2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყველა გიდი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და აიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, მის მისაღებად პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ჰქონდეს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა.
ასევე აუცილებელია საქართველოში აღიარებული შესაბამისი უმაღლესი განათლების დიპლომი, ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაცია შესაბამისი სახის საქმიანობისთვის, ასევე საჭიროა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ოფიციალური კურსის გავლა. და ეს ყველაფერი არ არის - სავალდებულოა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება ქართულ და უცხოურ ენებზე.