მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს დაესწრება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დიპლომატი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი ორმხრივი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (HRC) გაეროს სისტემაში მთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემის ხელშეწყობაზე და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო საქმიანობას ჟენევაში ახორციელებს. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ორჯერ იყო - 2016-2018 და 2023-2025 წლებში.