თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში, 22 თებერვლის გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარების", საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.