რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკას ორი შემადგენლობით დაუპირისპირდება

მოსამზადებელ ეტაპზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ორ საკონტროლო მატჩს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავენ
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი– Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში საქართველოში გაიმართება.
მოსამზადებელ ეტაპზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.
პირველი მატჩი რუსთავში, „ხარები არენაზე“ 22 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება, მეორე შეხვედრას კი 27 თებერვალს თბილისის „ლელო არენა“ უმასპინძლებს.
საქართველოს 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიტო კოლელიშვილს დებიუტი შედგება - იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრები ორივე გუნდისთვის მოსამზადებელი ხასიათისაა, მასში ჩვეულებრივზე მეტი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები ორი შემადგენლობით ითამაშებს, შეუზღუდავი იქნება ცვლილებებიც.
სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი მატჩისთვის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა:
საქართველოს ნაკრები:
I ტაიმი: 15. ნიკა ხალვაში („ლელო“), 14. საბა ნატროშვილი („არმია“), 13. ცოტნე ცუცქირიძე („ლოკომოტივი“), 12. დავით ბარბაქაძე („ლიონი“, კაპ.), 11. დათა არობელიძე („არმია“), 10. გიგი სირბილაძე („ოიონა“), 9. დაჩი წიკლაური („ხვამლი“); 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ორიაკი“), 2. გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“), 3. ნიკა კორახაშვილი („ოიონა“), 4. საბა მღვდელაძე („კარკასონი“), 5. თორნიკე ტორაძე („აია“), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“), 7. ზაზა ლეჟავა („ფოთი“), 8. ლუკა შულაია („ლელო“).
II ტაიმი: 15. საბა შარვაშიძე („არმია“), 14. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 13. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 12. დათა ახვლედიანი („ლელო“), 11. გივი სოსელია („ხვამლი“), 10. ლუკა დემურაშვილი („ლოკომოტივი“), 9. თემურ ძოძუაშვილი (“აია“); 1. გიორგი ტურაშვილი („კასტრი“), 2. ანრი შველიძე („ბრივი“), 3. ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“), 4. გიორგი მეფარიშვილი („აია“), 5. ნიკა ჩხორთოლია („მონპელიე“), 6. ლუკა ნარსია („აია“, კაპ.), 7. ლუკა გაბუნია („ყაზბეგი“), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი („ხვამლი“).