თბილისში 24 წლის ისლანდიელ ქალს ეძებენ

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისში ისლანდიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებენ. ამის შესახებ დაკარგული ქალის ძმამ სოციალურ ქსელში დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კვირას, 15 თებერვალს გაუჩინარდა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცველები.
„ჩემი და ეველინა თბილისში დაიკარგა. ბოლოს კვირა დღეს ნახეს, უცხო მამაკაცს ესაუბრებოდა. პოლიცია უკვე ჩართულია, გთხოვთ, მითხარით თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ. არის 24 წლის, 170 სანტიმეტრი. საუბრობს რუსულად ან ინგლისურად“, - დაწერა ოჯახის ახლობელმა.
დაკარგულის ძმა აღნიშნავს, რომ ქალმა ტელეფონი სასტუმროში დატოვა.