მიმოხილვა: უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფა კონსტანტინოვკაში

Sputnik
რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით უტევენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს კონსტანტინოვკაში და 17 თებერვალს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ კვარტლებში შევიდნენ. ქალაქი ალყაშია მოქცეული. უკრაინული გარნიზონისთვის კრიტიკული მდგომარეობა თანდათან კატასტროფულ ვითარებად იქცევა.
კონსტანტინოვკის შტურმის მიმდინარეობისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საავიაციო და საარტილერიო დარტყმების რაოდენობა გაზარდეს. ქალაქის ნახევარზე მეტი რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში შენარჩუნებულია ე.წ. „ნაცრისფერი ზონა“. იქ ბრძოლები მიმდინარეობს სარკინიგზო სადგურის რაიონსა და კერძო სექტორში. დომინანტური სიმაღლეების კონტროლი რუსულ ქვედანაყოფებს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად დააზიანონ სამიზნეები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე და მეთოდურად გააუმჯობესონ მდგომარეობა წინა ხაზზე, ანუ განაგრძონ წინსვლა.
გრძელდება გააფთრებული ბრძოლები თითოეული სახლისა და თითოეული ქუჩისთვის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონსტანტინოვკა ძლიერ გამაგრებულ რაიონად აქციეს და სასოწარკვეთილად წევენ წინააღმდეგობას. სამრეწველო ზონა ინტეგრირებულია თავდაცვით-საფორტიფიკაციო სისტემაში, რაც პირადი შემადგენლობის დაცულობას ზრდის. პოზიციების გასანადგურებლად გამოიყენება თერმობარიკული საბრძოლო მასალა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ევროპული ქუჩის მრავალსართულიანი შენობები სრულად გაწმენდილია უკრაინული ძალებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან საბრძოლო მოქმედებები კოსმონავტების ბულვარის მიმართულებით ახლოვდება, სადაც მრავალსართულიანი განაშენიანების ძირითადი მასივია განთავსებული.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონსტანტინოვკაში მდინარე კრივოი ტორეცზე მდებარე ხიდები გაანადგურეს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონი ორ ნაწილად გახლიჩეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ისინი ქალაქის ჩრდილოეთით წინ წაიწიეს. მომარაგების ხაზები და 3000 „დამცველი“ ბლოკირებულია. მოწინააღმდეგე საბრძოლო შეხების ხაზზე ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდის. რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრის „რუბიკონის“ ეფექტიანი ტაქტიკა და ყინვიანი ზამთარი მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინის ძალების დანაკარგებს (დაჭრილების ევაკუაცია ზურგში შეუძლებელია).
კიდევ ერთი „ციხესიმაგრის“ დაცემა გარდაუვალი და შეუქცევადი ხდება. კონსტანტინოვკა წარმოადგენს უკრაინის ძალების მნიშვნელოვან თავდაცვით ზღუდეს სლავიანსკი–კრამატორსკის ხაზზე. რუსეთის არმია სლავიანსკის ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცნობიერებენ, რომ კონსტანტინოვკის დაკარგვა სამხრეთიდან გზას გახსნის სლავიანსკი–კრამატორსკის აგლომერაციისკენ, თუმცა, კიევის და ნატოს სტრატეგები ჯარებს მხოლოდ უკვე გამოცდილი მასობრივი მსხვერპლის გეგმის შეთავაზებას ახერხებენ.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ოთხი წლის განმავლობაში განადგურებულია 2 მილიონამდე უკრაინელი სამხედრო, 953 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 650 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 35 000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, 27 750 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა. შემდგომში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
აშშ და ნატოს ევროპული ქვეყნები არ არიან მზად დააფიქსირონ თავიანთი დამარცხება რუსეთთან პროქსი-ომში. ერთნი თეატრალიზებულად უბიძგებენ კიევის ხელისუფლებას კაპიტულაციისკენ სამშვიდობო შეთანხმების ფორმით, სხვები კი კვლავ მოუწოდებენ, ბრძოლა გაგრძელდეს „ბოლო უკრაინელამდე“. ამასთან, ამერიკისა და ევროპის პოზიციები ერთიანი არ არის.
16 თებერვალს კიევში მყოფმა ამერიკელმა სენატორებმა შელდონ უაითჰაუსმა და რიჩარდ ბლუმენტალმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდნენ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს (რუსეთის ფედერაციაზე დარტყმებისთვის).
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ სიცრუეა მოსაზრება, თითქოს უკრაინა ევროპას იცავს. ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა15 თებერვალს განაცხადა, რომ უახლოეს წლებში უკრაინას ევროკავშირში არ მიიღებენ. ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გამოიყოს მასზე 90 მილიარდი ევრო?
ჟენევის სამმხრივი მოლაპარაკებები 17–18 თებერვალს დასრულდა მოსალოდნელად (ოპტიმისტურად) უშედეგოდ. ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ჟენევაში რუსულმა მხარემ ახალი სამშვიდობო შეთანხმების პირობები (პოლიტიკური მოთხოვნები) გაამკაცრა, რაც უკრაინულმა დელეგაციამ მიუღებლად მიიჩნია და უარყო. სხვათა შორის, ბანკოვაზე მანამდეც თვლიდნენ, რომ რუსეთის მხრიდან ხუთზე მეტი „მიუღებელი“ პირობა იყო წარმოდგენილი (თითქოს, დამარცხებულ მხარეს გამარჯვებულის პირობების ჩასწორების უფლება ჰქონდეს).
ყველა მრავალრიცხოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება — სტამბოლში, ანკორიჯში, აბუ-დაბიში, ჟენევაში — სტრატეგიული თვალსაზრისით, უშედეგო აღმოჩნდა. მეორე მხრივ, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, ფაქტობრივად, (დე-ფაქტო) ევროპის პოლიტიკური რუკა შეცვალა. ყველაზე რეალისტურად გამოიყურება სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა და მყარი მშვიდობის დამყარება სამხედრო საშუალებებით, მათ შორის მძიმე ცეცხლსასროლი სისტემებისა და ახალი სარაკეტო იარაღის გამოყენებით. ყველაფერი ამ მიმართულებით ვითარდება.
ამერიკელმა პროფესორმა ჯონ მეარშეიმერმა განაცხადა: „კიევისთვის უფრო გონივრული იქნებოდა, შეთანხმებაზე წასვლა უკვე ახლა, რადგან საუბარია მხოლოდ ოთხი რეგიონისა და ყირიმის დაკარგვაზე. მესმის, რომ სიტყვა „მხოლოდ“ უკრაინელებში აღშფოთებას გამოიწვევს. თუმცა, რეალობა ასეთია: თუ რუსეთის არმია საბოლოო წარმატებას მიაღწევს, ტერიტორიული დანაკარგების მასშტაბი, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს“. „დანაკარგები“ შინაარსობრივად უფრო ფართო მნიშვნელობასაც მოიცავს.
ამერიკულ გაზეთშიც კი The Washington Post აღნიშნავენ, რომ ტერიტორია მთავარი არ არის:
„რუსეთი მოითხოვს უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიკალურ შემცირებას, უკრაინისა და ნატოს ქვეყნებს შორის ყველა სამხედრო პარტნიორობის შეთანხმების გაუქმებას და ალიანსის ქვეყნების ჯარების განთავსებაზე უარის თქმას. არ უნდა არსებობდეს არც სამხედრო ინფრასტრუქტურა და არც შორი მოქმედების იარაღი. ეს რუსეთისთვის პრინციპული საკითხია“.
კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების ხელმძღვანელობით, კვლავაც ხარჯავს კონტროლირებადი ტერიტორიების მობილიზაციის რესურსს, ეწევა საგარეო პოლიტიკური შოუს ელემენტებს და იმედოვნებს, რომ ომს დაასრულებს (და გადარჩება) სრულიად არარეალურ პირობებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე