ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს

ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. „ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „TV პირველი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მედიამენეჯერი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დღეს დილით აიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება კილაძის დაკავება.