მღრღნელები, სიბინძურე, ანტისანიტარია: თბილისში კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

კანონმდებლობის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) თბილისში მდებარე კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყებია მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა 19 ობიექტში. აქედან 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.
კერძოდ, კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებში:
- ი/მ მაჯეედ შაკკეერ - კაფე-ბარი რესტორანი ( ბერძენიშვილის ქ. N4.) - საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი
- შპს „ალ ბეიქ გრილლს“ - ინდური რესტორანი ( ლუბლიანას ქუჩა 19ა) -გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ზედაპირების არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, გამწოვის სისტემის გაუმართაობა, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა
- „100 არაბული რესტორანი“ - სწრაფი კვების ობიექტი (გურამიშვილის გამზირი 27) - არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა
- ი/მ იაშპალ შარმა - ინდური რესტორანი (პეკინის გამზირი 31 ბ) - არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა - არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა
- შპს „ტაი ინ თაუნ“ - კაფე-ბარი/რესტორანი (კოტე აფხაზის 17) - აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - მღრღნელები ობიექტზე, გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა
- Fiesta (შპს „მდ ენთერფრაისის”) - კაფე-ბარი/რესტორანი (ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძის ქ. N 156) - დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა - ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების წესის დარღვევა
- შპს „სარეია ტრეიდინგი“- მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია ( პეტრე ბაგრატიონის ქ. N 33) - აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.
კანონმდებლობის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ჯარიმის გარდა, არსებული მდგომარეობის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს.
ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა აქვს, გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ, სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმართოს. თუ განმეორებითი კონტროლი დაადასტურებს, რომ ობიექტზე აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, სააგენტო ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.