17–18 თებერვალს ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტის დასრულების საკითხზე გარღვევას არ გვიქადის. თავდაპირველად, პროქსი-ომი რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებული იყო აშშ-ისა და ნატოს მიერ, უკრაინის ინტერესებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, მშვიდობიანი მოგვარებისთვის საკმარისი იქნებოდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილების შეცვლა. დასავლეთისთვის რთულია სტრატეგიული მარცხის აღიარება, კიევის რეჟიმის მანიაკალური დაფინანსების შეწყვეტა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დამანგრეველი იარაღის მიწოდების შეჩერება. თუმცა, უკრაინამ დიდი ხანია დაკარგა სახელმწიფო სუვერენიტეტი, და პროქსი-ომის ინსტრუმენტის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა აუცილებელი და კონსტრუქციული არ არის.
რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ჟენევაში 17 თებერვლის დილით ჩავიდა. ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ერთი დღით ადრე კიევის რეჟიმის არალეგიტიმურმა ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ომის გაგრძელებისთვის, თუ სამშვიდობო შეთანხმების პირობები „მიუღებელი“ იქნება. ასეთ პირობებად ის უკრაინული ჯარების დონბასიდან გაყვანას და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსულის სტატუსს მიიჩნევს.
ამერიკის ადმინისტრაცია დეკლარაციებითა და ნახევარზომებით ცდილობს მიუღწეველის მიღწევას. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟენევის მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე „მარტივს“ უწოდებს, თუმცა, ფაქტები ამაზე არ მეტყველებს. ევროკავშირი მზად არის სამხედრო მოქმედებების დაფინანსება კიდევ ორი წლით გააგრძელოს და უკვე დაამტკიცა 90 მილიარდი ევროს კრედიტი. ბრიტანეთი ცალკე გარანტიას აძლევს კიევს ომის დაფინანსების გაგრძელებაზე. დასავლეთ ევროპაში “ჟენევის გარღვევას” არავინ ელოდება. ბანდერეველი უკრაინა ამერიკული პროექტია, თუმცა, მისი „ანკორიჯის სულისკვეთებით“ დახურვა იოლი არ არის.
ამ დღეებში ზელენსკიმ აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიები კიდევ ერთხელ მოითხოვა — სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე. ტრამპს ესმის, რომ მოვლენათა თანმიმდევრობა — „უსაფრთხოების გარანტიები, შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები და ტერიტორიებზე რეფერენდუმი“ — ხაფანგია და ახალი ომამისკენ მიიყვანს საქმეს. ომამდე, რომელშიც აშშ-ის პირდაპირი მონაწილეობა უკვე ხელმოწერილი გარანტიებით იქნება განპირობებული.
საერთოევროპული უსაფრთხოების ჩამოსაყალიბებლად მიზანშეწონილად და საჭიროდ მიიჩნევა „უკრაინული პროექტის“ დახურვა და „ჭადრაკის დაფიდან“ პროქსი-ფიგურის, ზელენსკის, გადაჭრით მოცილება, მისი კორუმპირებული გარემოცვის წვრილმანი შანტაჟისა და ქაოტური დაპატიმრებების გარეშე. სამწუხაროდ, აშშ-ისა და ევროკავშირის ბევრი ლიდერი ილუზიებში ცხოვრობს და იმედოვნებს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე, ამა თუ იმ გზით, რუსეთის „დაჩოქებას“ შეძლებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი 15 თებერვალს გამოვიდა მოწოდებით, უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაზე, „ჩრდილოვანი ფლოტის“ უფრო აქტიურ დევნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე: „მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რათა უკრაინამ შეძლოს გამარჯვება“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამოსვლისას, ხაზიგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ცივი ომის დასრულების შემდეგ, აგრეთვე ხაზი გაუსვა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.
ყველაზე გულახდილები „ყოფილები“ აღმოჩნდნენ. მიუნხენში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ სტივენ ბიგენმა განაცხადა: „ჩვენი მიზანია ნებისმიერი პროცესის მეშვეობით, იქნება ეს ომის დასრულება, ცეცხლის შეწყვეტა თუ მოლაპარაკებები, მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რომელიც მაქსიმალურად წაართმევს რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობას“.
აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში მაიკლ მაკფოლს მიაჩნია, რომ კიევს უნდა გადაეცეს ისეთი იარაღი, რომელსაც შეეძლება რუსეთს „სარკისებური“ ზიანი მიაყენოს. მაკფოლი ვერ აცნობიერებს, რომ „ტომაჰავკების“ ჩამოფრენის შემთხვევაში, მოსკოვს შეუძლია „სარკისებურად“ უპასუხოს უკვე აშშ-ის ტერიტორიაზე. თუმცა, არიან ფხიზლად მოაზროვნე ამერიკელებიც.
ცნობილმა ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეი მარტიანოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა „გადაწყვიტა დათვის გაღიზიანება, მაგრამ დათვმა, უბრალოდ, გაიღვიძა“, და მეტიც: „ევროპის ყველა ლიდერი არაკომპეტენტურია, შესაბამისად, უკრაინა განწირულია… მათ დღემდე არ ესმით, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ ომობს. თუ რუსები ომს დაიწყებენ… ღმერთო ჩემო, გთხოვთ, უბრალოდ, ნუ მივიყვანთ საქმეს აქამდე“.
რენდოლფ ბორნის ინსტიტუტისა და ლიბერტარიანული ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, 13 წიგნის ავტორმა ტედ გელენ კარპენტერმა თებერვლის დასაწყისში აღნიშნა:
„წესებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც აშშ-მ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა შექმნეს, ყოველთვის თაღლითური და ანგარებიანი იყო… მიუხედავად მათი, წლების განმავლობაში გაკეთებული კეთილგანწყობილი, იდეალისტური განცხადებებისა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ლიდერები არაერთ აგრესიულ ომს აწარმოებდნენ, ართმევდნენ მიწებსა და სხვა რესურსებს პრობლემურ ქვეყნებს და საერთაშორისო სამართლის მიმართ აშკარა ორმაგ სტანდარტებს იცავდნენ… დასავლეთის სამხედრო ინტერვენციების შედეგები ერაყში, ლიბიასა და სირიაში კატასტროფული აღმოჩნდა“.
ზემოხსენებულ სიას თამამად შეიძლება დაემატოს უკრაინაც, რომლის კატასტროფა ჯერ კიდევ განვითარებად პროცესშია. ევროპელი და ამერიკელი „ქორები“ ყველა შესაძლო გზით ცდილობენ მშვიდობიანი მოგვარების საბოტირებას. ისინი იმედოვნებენ, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების დროს ტრამპს წინ აღუდგებიან და „ტრამპის შემდეგაც“ გააგრძელებენ პროქსი-ომს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მეხუთე გაზაფხული ცხელი იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე