რაგბი: საქართველოს ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

„ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი 8 თებერვალს სტუმრად შვეიცარიასთან გამართეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 54:3 დაამარცხეს - ნაკრები ჯგუფურ ეტაპს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებს.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. დღეს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.
შეხვედრა ამსტერდამში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
„ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი 8 თებერვალს სტუმრად შვეიცარიასთან გამართეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 54:3 დაამარცხეს - ნაკრები ჯგუფურ ეტაპს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებს.
საქართველოს რაგბის ნაკრები ნიდერლანდების გუნდს 9-ჯერ დაუპირისპირდა (5 შინ და 4 სტუმრად) და 8 შეხვედრა „ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. გატანილ-გაშვებული ლელოები 62/15-ზეა, ხოლო ქულები 395:114-ზე. ქართველმა მორაგბეებმა ყველაზე დიდი სხვაობით (88:0) 2002 წელს თბილისში, „ეროვნულზე“ გაიმარჯვეს, ამსტერდამში ყველაზე დიდი სხვაობა 2022 წელს დაფიქსირდა (72:10), გასულ წელს კი შარშან მეტოქე თბილისში ანგარიშით 40:7 დაამარცხა.
წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ნიდერლანდებმა 7 თებერვალს ესპანეთს უმასპინძლა და 33:51 დამარცხდა.
მსოფლიო რეიტინგში ნიდერლანდები 56,86 ქულით 27-ე ადგილზეა, საქართველო კი 73,18 ქულით მე-13-ე პოზიციაზეა.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი შარშანდელი სისტემით გაიმართება. პირველ ეტაპზე რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის იბრძოლებენ.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.