მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკიმ ორბანს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა და პასუხმაც არ დააყოვნა

უნგრეთის პრემიერს მყისიერი რეაქცია ჰქონდა ზელენსკის სიტყვებზე
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ შეურაცხმყოფელი გამოთქმა გამოიყენა.

„მხოლოდ ერთ ვიქტორს შეუძლია იფიქროს საკუთარი ღიპის გაზრდაზე და არა იმაზე, თუ როგორ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, რათა ბუდაპეშტის ქუჩებში რუსული ტანკების დაბრუნება შეაჩეროს“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უნგრეთის პრემიერს მყისიერი რეაქცია ჰქონდა ზელენსკის სიტყვებზე. ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის - ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება, თუმცა, არის რაღაც, რასაც არასწორად იგებ: ეს დებატები არც მე და არც შენ გეხება. საქმე უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდები ევროკავშირის წევრი“.