თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T"way Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას იწყება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. სულ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს - 2233 მგზავრი.
სეულსა და თბილისს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2018–2019 წლებში დაინიშნა. 2019 წლის იანვარ–ოქტომბერში კორეიდან საქართველოში 15 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.